ისტ-ის გამოყენებისა
და ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების რეფლექსია.
საგაკვეთილო
პროცესში აქტიურად ვნერგავ სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს. დიდ მნიშვნელობას
ვანიჭებ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სხვა საგნებში მითუმეტეს
ჩემს საგანში შეუძლებელია ამას გვერდი აუქციო.
ტექნოლოგიები
ჩემთვის არის არა დამხმარე არამედ უმნიშვნელოვანესი. მას ვიყენებ თითქმის ყველა გაკვეთილზე.
როდესაც მოსწავლეს აძლევ ვიზუალურ მასალა საკითხი უფრო ეფექტურად აღქმადია. მაგ. ტესტების შევსება, ტექსტის
დაბეჭდვა, პრეზენტაციების კროსვორდების შედგენა, ადგილების მონიშვნა, კითხვებზე
პასუხის გაცემა, თემის გახმოვანება და ა.შ. ამგვარი ამგვარი დავალებები ზრდის მოტივაციას.
ჩემი დაგეგმილი გაკვეთილისთვის ვიყენებ პრეზენტაციას, რომელიც
განთავსებული მაქვს ჩემს ბლოგზე, ლინკი მითითებულია გეგმაში.
გაკვეთილის პირველ აქტივობაში
ამ მცირე პრეზენტაციის გამოყენება ემსახურებოდა იმ საგანმანათლებლო მიზანს,
რომელსაც ითვალისწინებს ესგ . ამ კონკრეტული ციფრული
რესურსის შექმნა განაპირობა იმან , რომ მოსწავლეები ეკრანზე უფრო ხალისით
ათვალიერებენ სლაიდს , კითხულობენ ეკრანზე მოცემულ მასალას
ციფრული რესურსის ამ სახით გამოყენებამ გამოიწვია მოსწავლეთა
დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში.
დამატებით
შევქმენი რესურსი ვიქტორინა. ინფორმაციის შესახებ პატარა ტესტი არის ვიზუალურად ლამაზად
გაკეთებული. ვაწკაპებთ ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთზე. გვიჩვენებს სწორ პასუხს მწვანედ
არასწორს წითლად.
LearningApps.org პროგრამის დახმარებით გავაკეთე კიდევ ერთი სახალისო ელექტრონული რესურსი დაწყვილება. მოსწავლეებმა სურათებს უნდა შეუსაბამონ ტექსტი. სწორი პასუხის მოძებნის დროს სურათი და ტექსტი გამოჩნდება. სწავლა მიდის ხალისით.
LearningApps.org პროგრამის დახმარებით გავაკეთე კიდევ ერთი სახალისო ელექტრონული რესურსი დაწყვილება. მოსწავლეებმა სურათებს უნდა შეუსაბამონ ტექსტი. სწორი პასუხის მოძებნის დროს სურათი და ტექსტი გამოჩნდება. სწავლა მიდის ხალისით.
ნელი
ლომოური.
No comments:
Post a Comment