სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ დიცის საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნელი ლომოური
2019 -2020 სასწავლო წელი
I სემესტრი
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება, სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა/გამოყენება
თემა: რა არის
ინფორმაცია და როგორ ხდება მისი გავრცელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შეძლებს ციფრული საშუალებების ეფექტიანად
გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს
● მოსწავლე დაეუფლება კვლევის
ციფრულ
საშუალებებს
(იგულისხმება ინფორმაციის
სხვადასხვა
წყაროდან
მოძიება,
შენახვა,
დამუშავება,
ანალიზი
და
ანალიზის
საფუძველზე
დასკვნების
ჩამოყალიბება)
● მონაცემთა
და
ციფრული
მასალის
შესანახად
ადეკვატურად
შეარჩევს
და
გამოიყენებს
მოწყობილობას და ადგილს.
მისაღწევი შედეგები ესგ-ის მიხედვით
ციფრული წიგნიერება – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებში.
სემიოტიკური კომპეტენცია – ვერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარის განვითარება; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის განვითარება.
#1 აქტივობა – გაკვეთილის მიზნების გაცნობა
შედეგი – გაიაზრებენ რა აქვთ გასაკეთებელი და განეწყობიან ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში
#2 აქტივობა (კითხვა -პასუხი) -- დაწყვილება
სავარაუდო კითხვები:
ü
რა არის კომპიუტერი?
ü
რა არის მისი
დანიშნულება?
ü
რისთვის იყენებთ
თქვენ?
ü
კომპიუტერის
ძირითადი და დამხმარე ელმენტები
შედეგი – გაიხსენებენ და გაიაზრებენ ნასწავლს.
აქტივობა #3 (არეული თანმიმდევრობა)
მასწავლებელი – ამოიცანით ინფორმაციის გადაცემის საშუალებები და დაადგინეთ რა დროს და რა მანძილზე
შეიძლებოდა გამოეყენებინათ ეს ხერხი?
ა) ინფორმაციის გადაცემა
ცეცხლის, საყვირისა და ხმაურის გამომწვევი ნივთების საშუალებით?
ბ) ინფორმაციის გადაცემა
საფოსტო გზავნილის სახით
გ) ინფორმაციის გადაცემა
რადიო-ტელევიზიის სახით
დ) ინფორმაციის გადაცემა
ტელეფონის საშუალებით
ე) ინფორმაციის გადაცემა
ინტერნეტის საშუალებით
შედეგი - გაიაზრებენ ნასწავლს, განიმტკიცებენ ცოდნას.
აქტივობა #4 – მასწავლებელი – პრეზენტაციის
ჩვენება, ვიქტორინა.
შედეგი - გაიაზრებენ ინფორმაციის არს, მისი
გადაცემისა და გავრცელების მნიშვნელობას.
დავალება
მასწავლებელი – მოიძიეთ ინფორმაციის გავრცელების შესახებ ინფორმაცია. აღმოაჩინე მსგავსება და განსხვავება , შეადგინე ვენის დიაგრამა.
შედეგი – გამოიყენებენ ისტ-ს მოიძიებენ აღნიშნულ თემაზე ინფორმაციებს, დააკვირდებიან, აღწერენ, შეადარებენ, გააკეთებენ ანალიზს.
რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია, ამიტომაც ეთმობა მას
ცალკე თავი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ვკითხულობთ: სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის (ესგ,
შესავალი, თავი II, მუხლი 8., 2011-2016), რაც, შესაბამისად, ასახულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშიც . ვფიქრობ, კარგი საინტერესო რესურსი დადებით ემოციურ განწყობას უქმნის მოსწავლეს, განაწყობს პოზიტიურად და სწავლის მოტივაციას ამაღლებს.
რესურსის
გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს.
მისი მეშვეობით ადვილია
მასალის ახსნა, სახელმძღვანელოს ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესიც
მოსწავლეთა მხრივ, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსის ჩართვა
ძალზე შედეგიანი აღმოჩნდა. მისი გამოყენებით ადვილია
შედეგზე გასვლა.
ჩემი გადაწყვეტილება ამ მასალის შექმნისას სწორედ, ამ
მიზანს ემსახურებოდა.
ადამიანები კომუნიკაციისათვის ყოველთვის იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა ზეპირი გადაცემა, წერილობითი სახის ინფორმაციის მიმოცვლა, ფოსტა, სატელეფონი კავშირი, ტელეგრაფი და
ა.შ. ინტერნეტის შექმნამ საგრძნობლად გაამარტივა კომუნიკაცია. ამ თაობამ მშვენივრად
იცის ინტერნეტის სიკეთეების შესახებ, თუმცა ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულები კიბერ საფრთხეების შესახებ. რაც მეტია ამ ტექნოლოგიების გამოყენების სიღრმე,
მით მეტია კიბერ საფრთხეების წინასწარ გათვალისწინების აუცილებლობა. სახელმძღვანელოში
ამ თემაზე ვრცელი ინფორმაცია არ არის. სწორედ, ამ თემის გასააზრებლად და შედეგის უკეთ
მისაღწევად გადავწყვიტე ინფორმაციის გავრცელების
საშუალებებზე უფრო მეტი საინტერესო მასალა შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის. http://www.ict.tpdc.ge/video/121?ch=984
სასწავლო პროცესში ჩემ მიერ შექმნილი და
გამოყენებული რესურსების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და
ინტერესი შესასწავლი საკითხების მიმართ. სასწავლო პროცესი გახდა სახალისო და
საინტერესო. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს და ისწავლეს, რადგან ინფორმაცია
ვიზუალურადაა გაფორმებული, ტექსტი და ილუსტრაციები შერწყმულია მოსწავლეთა
ყურადღების კონცენტრირებისათვის. ყოველივე ეს მათ დაეხმარათ შინაარსის უკეთ
გაგებაში.
დამატებით,
პატარა ტესტი ინფორმაციის შესახებ წარმოვადგინე ვიქტორინის სახით, რამაც კიდევ
უფრო გაახალისა და გაამრავალფეროვნა გაკვეთილი.
ვფიქრობ, ჩემმა მცდელობამ გაამართლა,
რადგან მოსწავლეები იმდენად დაინტერესდნენ რესურსებში წარმოდგენილი
ინფორმაციით რომ ამავე
თემების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილი გაუჩნდათ. ამ რესურსების გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და
სასიამოვნოდ მიმდინარეობს. მისი მეშვეობით ადვილია მასალის ახსნა, სახელმძღვანელოს ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესიც მოსწავლეთა მხრივ, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსების
ჩართვა ძალზე შედეგიანია. სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა როგორც მოსწალეებისთვის,
ისე მასწავლებლისთვის, ამ დროს მოსწავლეები ხდებიან უფრო ინფორმირებული,
უფრო მობილური, მოტივირებულია და აქ შედეგიც აუცილებლად იქნება მხოლოდ
მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული.
No comments:
Post a Comment